LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კლინიკა „ვივამედიდან“ ვისმენთ სააკაშვილის დადგმულ შოუს და ხალხიც ერთობა.. არსებობს შოუ „პრაიმ ჰაუსი“ – იგივეა ესეც, სააკაშვილის მონაწილეობით“ – კახა კალაძე 

331
Untitled design (92)

„გულწრფელად ვიტყვი, პირადად ჩემთვის საინტერესო არაა სააკაშვილის განცხადება. ეს უბრალოდ იმ შოუს ნაწილია, რომელსაც ეს ადამიანი მთელი ამ ხნის განმავლობაში ახორციელებდა,“ – ასე შეაფასა თილისის მერმა სააკაშვილის მიერ მომავალ არჩევნებში შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება.

კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის განცხადებები იმ შოუს ნაწილია, რომელსაც  ბოლო პერიოდის განმავლობაში კლინიკიდან დგამს.

„სასაცილოა უბრალოდ. სააკაშვილი ჩვეულებრივი ბრალდებულია კონკრეტულ საქმეებზე. ასევე, არის პროკურატურის მხრიდან გაცხადებული, რომ გარკვეულ საქმეებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

ეს უბრალოდ იმ შოუს ნაწილია, რომელსაც ეს ადამიანი მთელი ამ ხნის განმავლობაში ახორციელებდა.

ჯერ იყო და დღეში ათჯერ კვდებოდა, შემდეგ სუსტდებოდა და თუ რაიმე დაავადება არსებობს, ყველაფერი სჭირდა. შემდეგ უცებ აღდგა და ერთ დღეში განიკურნა. არ ვიცი, საოცრებაა.

ყველა ხვდება არსებულ რეალობას და საზოგადოება ამით ერთობა.

არსებობს შოუ „პრაიმ ჰაუსი“ – იგივეა ესეც, სააკაშვილის მონაწილეობით. ოღონდ არ ვიცი, რა ჰქვია. კლინიკა „ვივამედიდან“ ვისმენთ და ხალხიც ერთობა. რამდენად სერიოზულად უნდა აღიქვას ეს ადამიანმა, ვერ წარმომიდგენია,“ – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები