საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ილია ლომიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლო პარასკევს, 9 დეკემბერს იმსჯელებს.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა დანიშნული.
მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადადებასთან დაკავშირებით ადვოკატების შუამდგომლობაზე მოსამართლე გიორგი არევაძე იმსჯელებს.