LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილმა #18 დაწესებულებაში შესახლების შემდეგ ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა დააზიანა – იუსტიციის სამინისტრო

1146
იუსტიციის-სამინისტრო

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა გლდანის #18 სამკურნალო დაწესებულებაში შესახლების შემდეგ, ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა დააზიანა.

აღნიშნულის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს.

„მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი შესახლდა №18 დაწესებულებაში, მან, როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა.

იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ფაქტს უკვე მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ფაქტზე დაიწყო გამოძიება“, -აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g