LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილმა პირველი ადგილისთვის რომ იბრძოლოს, ბევრი ზღაპარი აქვს მოსაყოლი – იაგო ხვიჩია

163
ფორტუნა (3)

პირველი ადგილისთვის რომ იბრძოლოს, ამისთვის მიხეილ სააკაშვილს ბევრი ზღაპარი აქვს მოსაყოლი , – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

იაგო ხვიჩიას განცხადებით, იმის გამო, რომ წინასაარჩევნო კონსტრუქცია ჯერ ჩამოყალიბებული არ არის, მიხეილ სააკაშვილი პოზიციების გამოხატვისგან თავს იკავებს.

„არსებობს პარტიათა დიდი ნაწილი, რომლებიც უბრალოდ იმის გამო, რომ ახლა წინასაარჩევნო კონსტრუქცია ჯერ ჩამოყალიბებული არ არის – არ ვიცით, ვინ ვისთან არის, ვინ რომელ კოალიციაშია, რამდენპროცენტიანი ბარიერია, ვინ რას უჭერს მხარს, პოზიციების გამოხატვისგან იკავებს თავს. მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი იკავებს თავს. დღეს დაიწყო რაღაცებზე საუბარი, ეროვნული ბანკი და სხვა.

მეორე ადგილისთვის რომ არ იბრძოლოს მიხეილ სააკაშვილმა და პირველი ადგილისთვის იბრძოლოს, ამისთვის მიხეილ სააკაშვილს ბევრი ზღაპარი აქვს მოსაყოლი. ათას ერთი ღამის ზღაპრები რომ წარმოვიდგინოთ, მიხეილ სააკაშვილი ყოველდღიურად ერთ ამბავს უნდა ჰყვებოდეს. ამბავი პირველი – როგორ შევქმენი პროკურატურა; ამბავი მეორე – როგორ შევქმენი სასამართლო; ამბავი მესამე – ეკონომიკის სამინისტროს როგორ ვმართავდი; ამბავი მეოთხე – გუბერნატორებს რა როლი ჰქონდა ჩვენ დროს; ამბავი მეექვსე – სპეცდანიშნულების რაზმების ხელმძღვანელობა როგორ ხდებოდა და როგორ ხდებოდა ისეთი დავალებების მიცემა, რომელიც საჯარო არ იყო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ თეა წულუკიანს პრეზიდენტის პოსტისთვის ამზადებს, კახა კალაძეს კი პრემიერ-მინისტრობისთვის

იაგო ხვიჩიას თქმით, მიხეილ სააკაშვილს თუ 2024 წლის არჩევნებისთვის პირველი ადგილისთვის ბრძოლა უნდა, კარდინალურად განსხვავებული ნაბიჯები უნდა გადადგას.

სააკაშვილი: „ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, ჩემს შვილებს მამა ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს“ 

„ ვარდების რევოლუციის 20 წლისთავია. 20 წლის წინ მიხეილ სააკაშვილს არჩევნების მიხედვით 95%-იანი რეიტინგი ჰქონდა და ქვეყნის პრეზიდენტი იყო. მოლოდინები არსებობდა უამრავი, ხოლო დღეს პატიმარია ისე, რომ მის გამოსახსნელად ხალხი არ იკრიბება, დაპირებების მიუხედავად.

მისი ტელევიზიისა და პარტიის დიდი ნაწილი „ქართლი ოცნების“ მხარეს თუ არ არის, მის საწინააღმდეგო თამაშსაც დიდად არ თამაშობს. ამაზე უარესი რა უნდა მოხდეს“, – განაცხადა ხვიჩიამ და დასძინა, რომ „თუ პირველი ადგილისთვის თამაში გინდა, კარდინალური ნაბიჯები უნდა გადადგა“.

„სააკაშვილი ქალბატონ სალომეს ნამუსზე აგდებს და ბუა, ბუას ძახილით არის დაკავებული, მაგრამ მე ბუა არ ვარ“ – თეა წულუკიანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები