ხელისუფლება სააკაშვილის იზოლირებას და მისი ყოფით პირობების გაუარესებას ცდილობს – ამის სესახებ მესამე პრეზიდენტის ავდოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა.
ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ამ დრომდე არ აქვს ტელევიზორი და ლეიბი.
როგორც ბასილაიამ აღნიშნა, შიმშილობის მე-7 დღის მიუხედავად, სააკაშვილი არის მხნედ და თავს გრძნობს ძალიან ენერგიულად.
„მიშა არის შემართული გამარჯვებისთვის და ქართული საზოგადოება გასცემს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ პრორუსულ რეჟიმს პასუხს იმ უსამართლობაზე, რაც ქვეყანაში ბოლო წლების მანძილზე ტრიალებს და რაც გამოიხატება მიხეილ სააკაშვილის უკანონო პატიმრობაში.” – აცხადებს ადვოკატი
რაც შეეხება სააკაშვილის შიმშილობას, ბასილაია ამობობს, რომ ეს პოზიცია იმ უსამართლობის წინააღმდეგ მიმდინარეობს, რაშიც სააკაშვილი და მთელი ქართული დემოკრატიული საზოგადოებაა შესული.
მიშას ამოცანაა, რომ პროტესტის ამ მშვიდობიანი, თუმცა ძალიან მკაფიო და რთული ფორმით უპასუხოს იმ უსამართლობას, რაც დღეს საქართველოშია“, – განაცხადა ბასილაიამ.
ამასთან, ბასილაიამ აღნიშნა, რომ შეშინებულ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილისთვის მაქსიმალური დისკომფორტის შექმნა სურს.
ადვოკატმა ნარკოტესტის ჩატარებაზეც გააკეთა განცხადება, მისი თქმით, ხელისუფლება “ქოსატყუილა” – “მაგალითად, გუშინ, როდესაც საუბრობდა ღარიბაშვილი რაღაც ბლეფზე და სისულელეზე, ბოდვაზე ნარკოტიკებთან დაკავშირებით”
გუშინ ვისაუბრეთ, რომ ჩაატარონ ნარკოტესტი ტელევიზიების თანდასწრებით, ასევე მათი თანდასწრებით ნიმუშების ტრანსპორტირება და ნიმუშების კვლევა. მაგრამ ამას ვერ იზამენ, რადგან იციან ეს ტყუილია“, – განაცხადა ბასიალიამ.