LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილს გადაადგილება უჭირს: შოთა თუთბერიძე

123
შოთა თუთბერიძე

თუ სააკაშვილი დღევანდელ სხდომას ვერ დაესწრება, ერთადერთი მიზეზი იქნება ის, რომ მას უჭირს გადაადგილება და აქვს ჯანმრთელობის პრობლემა. – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, სადაც 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იმართება.

თუთბერიძის განცხადებით, დაცვის მხარე სასამართლო პროცესზე ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, შუამდგომლობას დააყენებს, რადგან სააკაშვილს გადაადგილება უჭირს.

მისივე ინფორმაციით, სასამართლო სხდომა მტკიცებულებათა გამოკვლევით გაგრძელდება.

რაც შეეხება თავად სხდომას, ამჟამად ვიმყოფებით მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე, ჩვენ გვექნება რამდენიმე შუამდგომლობა, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. კონკრეტულად შუამდგომლობის შინაარსზე ამჟამად ვერ ვისაუბრებ, ვიდრე პროცესი არ დაიწყება”, – აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.