LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სარჯველაძე: არ მგონია, „ნაციონალური მოძრაობა“ რამენაირად იცვლიდეს თავის სახეს, რეალურად, ის კვლავ დარჩება ქართული პოლიტიკის მთავარ დესტრუქციულ ძალად

105
მიხეილ-სარჯველაძე

„ქართული ოცნების“ წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საზოგადოება „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხორციელებული გარკვეული ცვლილებებისგან რაიმე განსაკუთრებულს არ უნდა ელოდოს.

როგორც სარჯველაძე ამ თემის კომენტირებისას აღნიშნა, ალბათ, „ნაციონალური მოძრაობა“ მეტად დესტრუქციული გახდება.

„ამ საკითხზე დისკუსია საკმაოდ დიდი ხანია მიმდინარეობს, ახალი და მოულოდნელი არაფერი ყოფილა. ამაზე მეტყველებს მელიას გადაწყვეტილებებიც და საქციელიც, როგორიც იყო მაგალითად დიდი ხნის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ ბანერის ფონის გარეშე წარდგომა საზოგადოების წინაზე და ბევრი სხვა რამ.

ნიკა მელია: გარდაუვალ აუცილებლობად ვთვლი, პარტიამ მნიშვნელოვნად შეცვალოს, როგორც დღის წესრიგი, ასევე შიგთავსი – ახლა, როგორც არასდროს „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთიანი

არ მგონია, რომ დიდი მოლოდინები უნდა გააჩინოს საზოგადოებაში ამ ცვლილებებმა. არ მგონია, „ნაციონალური მოძრაობა“ ამით რამენაირად იცვლიდეს თავის სახეს, რეალურად ის კვლავ დარჩება ქართული პოლიტიკის მთავარ დესტრუქციულ ძალად.

ალბათ, ერთადერთი მოსალოდნელი თუ იქნება გამწვავება იმ მიმართულებით, რომ უფრო მეტად დესტრუქციული და აქტიური გახდეს საკუთარი დესტრუქციული გეგმების განხორციელებაში.სხვა მოლოდინები არც უნდა გვქონდეს“, – განაცხადა მიხეილ  სარჯველაძემ.

ცნობისთვის, დღეს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ საკადრო ცვლილებები განხორციელდა – პარტიიის პოლიტსაბჭომ გადაწყვეტილებები მიიღო

 

magti 5g