„ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტსაბჭო მიმდინარეობს. როგორც „ფორტუნას“ პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, სხდომაზე პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები, საკადრო ცვლილებებზე მსჯელობენ.
პარტიის ინფორმაციით, შიდა საკადრო გადაადგილების შესახებ ინფორმაციას მედიას სხდომის დასრულების შემდეგ მიაწვდიან.
"არაფერს გამოვრიცხავ, დარწმუნებული ვარ, დღეს იქნება გადაწყვეტილება მიღებული" - რას ამბობს ლევან ხაბეიშვილი პოლიტსაბჭოს სხდომამდე
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს სხდომა დღეს გაიმართება. დილიდან ისმის კითხვა - იგეგმება თუ არა პარტიაში ცვლილებები.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას ნაცვლად, კობა ნაყოფია უხელმძღვანელებს. მელია მხოლოდ პარტიის თავმჯდომარედ რჩება. აწინაურებენ პეტრე ცისკარიშვილსაც – ის პარტიის აღმასრულებელი მდივნის პოსტს ჩაიბარებს.
ენმ-ს წევრის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე საუბარი შიდა პარტიულ გაძლიერებას შეეხება, თუმცა საკადრო ცვლილებების შესახებ პოლიტსაბჭოს დასრულებამდე ვერაფერს იტყვის.