LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სარჯველაძე: „ცდილობენ რაიმე ფორმით რეპუტაცია შეულახონ ან პანიკა დათესონ მოსახლეობაში, თითქოს, ჯანმრთელობის დაცვის მათთვის გარანტირებულ უფლებას რაიმე საფრთხე ემუქრება“

130
მიხეილ სარჯველაძე

„აბსოლუტურად მოკლებულია საფუძველს ყოველგვარი გაცხადება, რომლითაც ცდილობენ, რაიმე ფორმით რეპუტაცია შეულახონ ან პანიკა დათესონ მოსახლეობაში, თითქოს ჯანმრთელობის დაცვის, მათთვის გარანტირებულ უფლებას რაიმე საფრთხე ემუქრება“, – ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი კონკრეტული ჯგუფების განცხადებას, რომლითაც ისინი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან დაკავშირებულ ე.წ. საფრთხეებზე საუბრობენ.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნული განცხადებები სამინისტროსა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დისკრედიტაციის მცდელობად შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს ჯანდაცვა კვლავაც განაგრძობს შემდგომ განვითარებას.

„ასეთი ტიპის განცხადებები ზოგიერთი ექსპერტისგან, ზოგიერთ შემთხვევაში ჟურნალისტებისგან, მომრავლდა ბოლო ხანებში მართლაც. იმდენად დაუსაბუთებელია ასეთი განცხადებები, ეს არ იქნებოდა საყურადღებო, რომ არა ერთი ფაქტორი – ჯანდაცვაზეა საუბარი, ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ეხება. შესაბამისად, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის მტკნარი ტყუილი. არავითარი ნიშანი არ არსებობს საიმისოდ, რომ რაიმე შეფერხება შეიძლება არსებობდეს ჯანდაცვის სისტემის გამართულად ფუნქციონირების თვალსაზრისით. ყველაფერი რაც დაგეგმილია, ბუნებრივია ხორციელდება გეგმის გათვალისწინებით. საქართველოს ჯანდაცვა რა თქმა უნდა კვლავაც განაგრძობს შემდგომ განვითარებას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g