LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სარჯველაძე მსოფლიო პროფკავშირების გაერთიანების გენერალურ მდივანს შეხვდა

375
მიხეილ სარჯველაძე მსოფლიო პროფკავშირების გაერთიანების გენერალურ მდივანს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე მსოფლიო პროფკავშირების გაერთიანების გენერალურ მდივანს, ლუკა ტრიანგლის და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს, ირაკლი პეტრიაშვილს შეხვდა.

მხარეებმა შრომის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, მინიმალურ ხელფასზე, უმუშევართა შემწეობაზე,⁠ სოციალური დიალოგისა და კოლექტიური ხელშეკრულებების კიდევ უფრო მეტად წახალისებასა და ღირსეული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფაზე იმსჯელეს.

მსოფლიო პროფკავშირების გენერალურმა მდივანმა მინისტრს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

მხარეებმა არსებული საკითხების გადასაწყვეტად სამომავლოდ მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობის მზაობა გამოხატეს.

magti 5g