„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ ყაველაშვილი „POS TV“-ის გადაცემას სტუმრობდა, სადაც ისაუბრა, აქვს თუ არა სააკაშვილის ოჯახს იმდენი შესაძლებლობა, რომ ამერიკის პრეზიდენტს დაუკვეთოს მხარდაჭერა, ევროპარლამენტარებს შეუკვეთოს რეზოლუცია და ა.შ.
მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საზოგადოებამ FARA-ს კანონით კი გაიგო, რა თანხა დახარჯა სააკაშვილის ოჯახმა, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ სიყალბის და დეზინფორმაციის პროცესი არ გაჩერებულა.
მისივე თქმით, სააკაშვილი არა მთავარი ფიგურა, არამედ ჭანჭიკია.
„ყველამ ვიცით სააკაშვილი ვინ არის – გინდ ციხეში დატოვე, გინდ ციხის გარეთ, ეგ არ შეიცვლება. კითხვა სხვა რამეში მდგომარეობს: სააკაშვილის ოჯახს იმდენი შესაძლებლობა აქვს, რომ ამერიკის პრეზიდენტს დაუკვეთოს მხარდაჭერა, ევროპარლამენტარებს შეუკვეთოს რეზოლუცია და ა.შ? როცა გლობალური ომის პარტიაზე ქილიკობენ, ეგ ძალაა, რომელიც ამ ყველაფერს ორკესტრირებას უწევს. სააკაშვილი აქ მთავარი ფიგურა კი არ არის, ჭანჭიკია. საზოგადოებამ FARA-ს კანონით კი გაიგო, რა თანხა დახარჯა სააკაშვილის ოჯახმა, რაში და ვის გადაუხადა, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ მზად უნდა იყოს – სიყალბის და დეზინფორმაციის პროცესი არ გაჩერებულა. ერთადერთი რამ, რითაც ამას წინააღმდეგობას გავუწვეთ, საზოგადოების ინფორმირებულობაა“, – განაცხადა ყაველაშვილმა.