„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გათვლაა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან საქართველოს სრული იზოლაცია მოხდეს, ხოლო ქვეყნის შიგნით უიმედობამ დაისადგუროს.
მისივე თქმით, მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობას არავინ აღიარებს, რამდენიმე ოდიოზური ლიდერის და ქვეყნის გარდა.
საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია
„მიხეილ ყაველაშვილის შერჩევით ბიძინა ივანიშვილს ორი მიზნის მიღწევა სურს. ერთი, ქართველი ხალხის დამცირება, უიმედობის დანერგვა ხალხში, დათრგუნულობა, რომ ადამიანებმა ხელი ჩაიქნიონ ყველაფერზე და ამ უიმედო მდგომარეობას შეეგუონ. მეორე, დასავლეთისგან დისტანცირება და ქვეყნის კიდევ უფრო იზოლირება დასავლური სამყაროსგან.
ჯერ ერთი „ქართულ ოცნებას“ არავინ აღიარებს ხელისუფლებად და ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობას არავინ აღიარებს, რამდენიმე ოდიოზური ლიდერის და ქვეყნის გარდა. ამიტომ ივანიშვილის ძალიან პრაგმატული გათვლაა, რომ მოხდეს საქართველოს სრული იზოლაცია ცივილიზებული სამყაროსგან, ხოლო ქვეყნის შიგნით უიმედობამ, დათრგუნულობამ დაისადგუროს. ფიქრობს, ასე უფრო ადვილად დაიმორჩილებს ქართველ ხალხს“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
ილჰამ ალიევი მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტობას ულოცავს
„გულმხურვალედ ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას“ – ნიკოლ ფაშინიანი
ალექსანდრ ვუჩიჩი მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს და სერბეთში ვიზიტით იწვევს
„საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი“ – მარკო მიხელსონი