LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ყაველაშვილი: „ამერიკული „ფარას“ ანალოგიურ კანონზე ძახილი – რუსული, რუსულმა, რუსულს და ასე შემდეგ, უკვე მილევადია, სასაცილოც გახდა“

121
მიხეილ ყაველაშვილი (1)

„დღეს ბევრი ქვეყანა ფიქრობს, ჩვენ მსგავსად მიიღოს ამერიკული „ფარას“ ანალოგიური კანონი საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“, – ამის შესახებ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პარლამენტმა ე.წ. FARA-ს კანონპროექტი საბოლოო მოსმენით დაამტკიცა

როგორც კენჭისყრისას პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, „ამერიკული სტანდარტისა და ზუსტი ასლის კანონი მიღებულია“.

მისი თქმით, „ძახილი – რუსული, რუსულმა, რუსულს და ასე შემდეგ, უკვე მილევადია, სასაცილოც გახდა და ჩვენი საზოგადოება მეტს იმსახურებს“:

„ძახილი – რუსული, რუსულმა, რუსულს და ასე შემდეგ, უკვე მილევადია, სასაცილოც გახდა. ჩვენი საზოგადოება მეტს იმსახურებს. ევროკავშირში გაწევრიანების პრეტენზია როდესაც გაქვს, გაქვს პრეტენზიაც, რომ კითხვის დასმა შეგეძლოს. ზოგიერთი პარლამენტარი, ელჩი პირდაპირ რომ გაიძულებენ, კანონი არც კი განიხილო, სწორედ ეს არის ანტიევროპული დამოკიდებულება. პარლამენტის წევრის მიერ ინიციირებული კანონი განხილული უნდა იყოს. დისკუსიაში როდესაც ვერ შედიხარ, მას ვერ დაარქმევ რუსულს და ანტიევროპულს. ჩვენი საზოგადოება ბევრად მომზადებულია, ვიდრე ეს დამოკიდებულებაა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g