LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიკი რურკი ბელა თორნის სექსუალური ძალადობის შესახებ ბრალდებებს „უწმაწური ჟესტით პასუხობს”

165
page

ახლახან ცნობილი გახდა, რომ ბელა თორნი მიკი რუკს სექსუალურ ძალადობასა და შევიწროებაში სდებს ბრალს. 27 წლის ვარსკვლავმა „ინსტაგრამ სთორიში“ გააჟღერა ისტორია, რომელიც 2020 წლის ფილმის, „გოგონა“ გადაღებების დროს გადახდა.

„მენჯის ძვალზე სისხლჩაქცევები მქონდა, მოსწონდა ჩემი დამცირება ყველას წინაშე“ – ბელა თორნი მიკი რუკს სექსუალურ ძალადობაში სდებს ბრალს და შემზარავ მომენტს იხსენებს

„ეს ბრალ­დე­ბე­ბი უკი­დუ­რე­სად სე­რი­ო­ზუ­ლია. ბატონი რურ­კი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს მსგავს ქმედებებს“, – ნათ­ქვა­მია რურკის წარმომადგენლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

თუმცა, როგორც ჩანს მხოლოდ ეს არ იკმარა მიკიმ და თორნის ბრალდებებს უწმაწური ჟესტით უპასუხა.

71 წლის მსახიობი და მოკრივე ბელას მწვავე ბრალდებების შემდეგ პირველად გადაიღეს. მიკი ქუჩაში სეირნობის დროს, პაპარაცების ობიექტივში ცინიკური გამომეტყველებით შეგნებულად იყურებოდა. კომენტარებში ვარაუდობენ, რომ ეს მიკის პასუხია ბელას განცხადებაზე.

რაც შეეხება ბრალდებას, საუბარია მომენტზე რომელშიც ბელა მუხლებზე დგას. სცენარის მიხედვით, მასთან რკინის ჯოხით შეიარაღებული რურკი უნდა მისულიყო და მისთვის ეს იარაღი მუხლზე მიედო, ამის ნაცვლად კი მიკიმ ეს ინსტრუმენტი საზარდულის მიდამოში ჩაარტყა. შედეგად ბელამ დაზიანებები მიიღო და გადაღებებიდან ჩალურჯებული წავიდა.

„მენ­ჯის ძვალ­ზე სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი მქონ­დამას მოსწონდა ჩემი დამცირება ყველას წინაშე. ეს ჩემს კარიერაში ყველაზე საშინელი მომენტი იყო“, – აცხადებს ბელა.

ფოტო: „ბევრჯერ გავიმარჯვე, თუმცა, თავადაც ბევრი დარტყმა მივიღე“ – 72 წლის მიკი რურკის ტრანსფორმაცია

„სახე გაინადგურა“ – 72 წლის მიკი რურკის უახლესმა ფოტოებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები