LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიკრობანკი „ემბისი“ კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას აგრძელებს

634
ემბისი

მიკრობანკის „ემბისი“ მხარდაჭერით, საქართველოს მასტერსის საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის გუნდმა Aquamasters Alliance სინგაპურში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა.

საწყლოსნო სპორტის სახეობათა მასტერსის მსოფლიო ჩემპიონატი 25-დან 95+ წლამდე ასაკის კატეგორიაში 10 000-მდე სპორტსმენს აერთიანებდა.

Aquamasters Alliance-ი ასპარეზობაში ღირსეულად ჩაერთო და შესანიშნავი შედეგები აჩვენა: თითოეულმა მონაწილემ გააუმჯობესა პირადი შედეგი ინდივიდუალურ გაცურვებში, გუნდმა კი ტოპ ათეულში საპატიო ადგილი დაიკავა.  

ჩემპიონატი მოიცავდა 5 დისციპლინას: ცურვა, ღია წყალზე ცურვა, მხატვრული ცურვა, წყალში ხტომა და წყალბურთი.

„ემბისი“ მხარს უჭერს ქართულ სპორტს და ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ქვეყანაში. კომპანიისთვის სპორტული ინიციატივების მხარდაჭერა არ არის მხოლოდ კორპორაციული პასუხისმგებლობა – ეს არის წვლილი ჯანსაღი, აქტიური და წარმატებული საზოგადოების მშენებლობაში.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g