LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიკრობანკმა „ემბისი“ Symbiotics-ისგან 4 მილიონი ლარის არაუზრუნველყოფილი რესურსი მოიზიდა

604
ემბისი

წამყვანმა შვეიცარიულმა საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიამ Symbiotics მიკრობანკს „ემბისი“ 4 მილიონი ლარის მოცულობის ფინანსური რესურსი გამოუყო. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის მიმართ არსებული მაღალი ნდობის საფუძველზე, აღნიშნული ფულადი რესურსი არაუზრუნველყოფილია.

„ემბისისა“ და Symbiotics-ს შორის თანამშრომლობა 2019 წელს დაიწყო. 6 წლის განმავლობაში განხორციელებული ინვესტიციების ჯამური მოცულობა 30 მლნ ლარს აჭარბებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს „ემბისის“ მაღალ სანდოობას, ფინანსურ გამჭვირვალობასა და მდგრადი განვითარების ტემპს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.  

მოზიდული 4 მილიონი ლარი სრულად მოხმარდება კომპანიის საკრედიტო პორტფელის ზრდას. აღნიშნული რესურსი „ემბისის“ საშუალებას მისცემს, ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებას – შექმნას ახალი ფინანსური შესაძლებლობები და საკრედიტო პროდუქტები მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს.

გია პეტრიაშვილი, „ემბისის“ გენერალური დირექტორი: „ემბისისთვის“ პრიორიტეტულია მომხმარებლებთან და პარტნიორებთან გრძელვადიანი და გამჭვირვალე ურთიერთობა. Symbiotics-ი სწორედ ერთ-ერთი მათგანია. კომპანიასთან მრავალწლიანი პარტნიორობა გვაკავშირებს და ჩვენი ხედვები და მიზნები ერთმანეთთან შესაბამისობაშია – ორივე მხარე ორიენტირებული ვართ მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებაზე.“

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო საინვესტიციო ბაზარზე Symbiotics-ის ავტორიტეტს მისი მრავალწლიანი გამოცდილება განაპირობებს – კომპანია 2005 წლიდან ოპერირებს და დღეისათვის მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში 600-ზე მეტ პარტნიორ ორგანიზაციას ემსახურება.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g