მილა იოვოვიჩის დედას, გალინა ლოგინოვას ტელეფონით უცნობი პირები სახლის აფეთქებით ემუქრებიან, სამართალდამცველების ინფორმაციას TMZ ავრცელებს.
მსახიობის დედას უცნობი პირი ურეკავს მოთხოვნით, მას მილასთან გასაუბრების საშუალება მისცეს. ლოგინოვას თქმით, ტელეფონზე მას ძირითადად ღამე ურეკავენ, ხან კი დღეში 2-ჯერ. იოვოვიჩის დედამ საფრთხე სერიოზულად მაშინ გაიაზრა, როდესაც უცნობი პირი დაემუქრა, რომ მის სახლთან ასაფეთქებელ მოწყობილობას დაამონტაჟებდა.
ანონიმურ ზარებთან დაკავშირებით ლოს-ანჯელესის პოლიცია გამოძიებას აწარმოებს.