LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მილანის ,,დუომოს” კარი ანდრეა ბოჩელისთვის გაიღება – 12 აპრილს ლაივ-კონცერტი გაიმართება

466
26907390-0-image-a-4-1586258188943

კათოლიკურ აღდგომას ლეგენდარული იტალიელი მომღერალი ანდრეა ბოჩელი მილანის საკათედრო ტაძარში ლაივ-კონცერტს გამართავს, რომლის ტრანსლაციაც მის იუთუბ-არხზე გადაიცემა. 61 წლის მომღერლის თქმით, იგი კონცერტის საშუალებით იტალიას ,,სიყვარულს, იმედს და ჯანმრთელობას” გაუგზავნის.

ანდრეა ბოჩელის ტაძარში შესვლის ექსკლუზიური ნებართვა კათედრალის არქიეპისკოპოსმა, მონსინიორ ჯანანტონიო ბორჯონოვომ და მილანის მერმა, ჯუზეპე სალამ მისცეს. ერთადერთი ადამიანი, რომელიც ლაივ-კონცერტისას ბოჩელისთან ერთად იქნება, კათედრალის ორღანისტი,ემანუელე ვიანელია. ბოჩელი დუომოში შეასრულებს ისეთ ნაწარმოებებს, როგორებიცაა Ave Maria და Sancta Maria.


მილანის კათედრალური ტაძარი, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მეხუთეა მსგავს ნაგებობებს შორის, ამ დროისათვის კორონავირუსის პანდემიის გამო დახურულია, თუმცა მილანის მერმა და ორგანიზაციამ, რომლის საკუთრებაშიც შენობა იმყოფება, გადაწყვიტეს აღდგომას დუომოში იტალიელი ,,ღვთაებრივი ხმა” მოეწვიათ.

,,ჩემთვის დიდი პატივი იყო დუომოში მიწვევაზე დათანხმება. აღდგომას ჩვენ სიცოცხლის ტრიუმფს ვზეიმობთ. მე მჯერა საერთო ლოცვის ძალის და ქრისტიანული აღდგომის, როგორც სიცოცხლის გამარჯვების და განახლების დღესასწაულის და ვფიქრობ რომ ამ რთულ ვითარებაში ყველას სჭირდება იმედი, მიუხედავად იმისა, მორწმუნეა თუ არა”- განაცხადა მომღერალმა.

წელს კათოლიკური სამყარო აღდგომას 12 აპრილს აღნიშნავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g