LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მილანში კანფიტი და ბუშტები აიკრძალა

91
thumb_1024x663_confetti-11zon

იტალიაში, კონკრეტულად კი მილანში ფერადი ქაღალდის ფეიერვერკის ანუ იგივე კანფიტის გამოყენება აიკრძალა. გარდა ამისა, The mayor-ის ინფორმაციით, შეიზღუდება ბუშტებიც.

აკრძალვის მიზეზი ის ზიანია, რომელსაც ეს სადღესასწაულო ატრიბუტიკა გარემოს აყენებს. როგორც წესი, აღნიშვნის შემდეგ პლასტმასის ნაწილაკები გაზონსა და მცენარეებზე თვეების ან წლების განმავლობაში რჩება, რამეთუ მათი გაქრობა პრაქტიკულად შეუძლებელია. გარდა ამისა, კანფიტითა და ბუშტებით ადამიანები წყლებსაც აბინძურებენ.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ დაისჯებიან ფერადი წვეულებების მოყვარულები. ქალაქში საპატრულო ჯგუფები იმოძრავებენ და კანონდამრღვევებს სიტყვიერ გაფრთხილებას მისცემენ.

აღსანიშნავია, რომ ტრადიციულ სადღესასწაულო ატრიბუტიკაზე ბევრი ევროპული ქვეყანა ამბობს უარს, რამეთუ ეს ყველაფერი ეკოლოგიას და ცხოველთა სამყაროს ძალიან დიდ ზიანს აყენებს. მაგალითად, 2021 წელს გერმანიაშიც ბევრი რამე აიკრძალა და სიაში იყო ბუშტებიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები