LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მილანში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

115
ტურისტული გამოფენა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთისა და სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები და 6 ტურისტული კომპანია მილანის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობენ.

BIT 2025-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ შეხვედრები გამართა იტალიური ტურისტული, PR და მარკეტინგული კომპანიების, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით, ხოლო საქართველოს კერძო სექტორის წარმომადგენლებს, B2B ფორმატის ფარგლებში, საშუალება აქვთ, იტალიელ კოლეგებთან საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ საქართველოში ტურისტების მოსაზიდად.

საქართველოს სტენდთან გამოფენის ვიზიტორები ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან და ქართულ ტკბილეულსა და ღვინოს აგემოვნებენ.

მილანის ტურისტული გამოფენა 45 წელია, რაც ტარდება. წლევანდელ ღონისძიებაზე 62 ქვეყნიდან ათასზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაციაა წარმოდგენილი. გამოფენას მთელი მსოფლიოდან, დაახლოებით, 40 ათასი სტუმარი ჰყავს.

magti 5g