LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მილევადია პროტესტი, საბოლოოდ, ქვეყანა მშვიდ ვითარებაში გადაინაცვლებს და ასე შევხვდებით საახალწლო დღესასწაულს“ – დავით მათიკაშვილი

146
მათიკაშვილი აქციებზე

„სალომე ზურაბიშვილი აღარ არის აქტუალური. ეს არის მისი ბოლო გაბრძოლება, რომ ნეგატიური კონტექსტი კიდევ უფრო გაზარდოს საკუთარ ქვეყანასთან და სამშობლოსთან მიმართებით“, – ასე შეაფასა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გუშინდელი გამოსვლა.

მისი თქმით, „დღეს, ფაქტობრივად, რადიკალიზმის ბოლო მოცემულობას ვაკვირდებით“.

სახალხო დამცველი: „16 დეკემბრის ჩათვლით იზოლატორებსა და კლინიკებში 362 პირი მოვინახულეთ, მათგან 227 პირი არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა“

„ხილული დაზიანებები 158 პირს აღენიშნებოდა“ – აღნიშნულია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„სალომე ზურაბიშვილი აღარ არის აქტუალური. ეს არის მისი ბოლო გაბრძოლება, რომ ნეგატიური კონტექსტი კიდევ უფრო გაზარდოს საკუთარ ქვეყანასთან და სამშობლოსთან მიმართებით. თუმცა მან უკვე იმდენი შეძლო ამ სამწუხარო გზაზე – შეეცადოს დააზიანოს საკუთარი ქვეყანა, რომ მისგან გასაკვირი არაფერია.

ერთია რას ცდილობს ზურაბიშვილი, მეორე – რა არის რეალობა და მოცემულობა მაშინ, როცა ევროსაბჭოს გენერალური მდივანი მობრძანდება საქართველოში და ხვდება ქვეყნის ოფიციალურ პირებს. მაშინ, როდესაც ქვეყანას პრეზიდენტი ჰყავს არჩეული და უკვე ველოდებით მის ინაუგურაციას. არც ლეგიტიმაციის არანაირი პრობლემა აღარ დგას, რაზეც დიდი სურვილით მიისწრაფოდა მთელი რადიკალური ოპოზიცია თავისი მედროშე ზურაბიშვილით. ანუ, დღეს ფაქტობრივად, რადიკალიზმის ბოლო მოცემულობას ვაკვირდებით.

როგორც ზურაბიშვილის გამოსვლა, ასევე რადიკალების ქცევა საქართველოში – მილევადია ის პროტესტიც. საბოლოოდ, ქვეყანა მშვიდ ვითარებაში გადაინაცვლებს და ჩვენ ასე შევხვდებით საახალწლო დღესასწაულს”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g