LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მილიარდერები რუსეთს ტოვებენ – მდიდარი რუსები, რომლებმაც მოქალაქეობაზე უარი თქვეს

132
russian pasport (1)

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შედეგ მოქალაქეობაზე უარი სულ მცირე ოთხმა რუსმა მილიარდერმა თქვა. Forbes-ის თანახმად, რუსეთში დაბადებული 111 მილიარდერიდან 40%-ზე მეტს აქვს მინიმუმ ერთი სხვა პასპორტი. 6%-ს აქვს ორი ან მეტი, რაც ნიშნავს, რომ მათ, რუსეთი მოქალაქეობაზე უარის თქმის შემთხვევაში, სხვა ალტერნატივები აქვთ.

უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთის რამდენიმე უმდიდრესი ადამიანი უკრაინაში ომისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მათი სავარაუდო კავშირების გამო, დასავლეთის მხრიდან სანქციებს დაექვემდებარა.

Mail.ru-ს თანადამფუძნებელმა რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა - რა გახდა სილიკონ ველის უმდიდრესი რუსის გადაწყვეტილების მიზეზი

Forbes-ის შეფასებით, მილნერის ქონება 7.3 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის რუსეთის მოქალაქეებს შორის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი იყო.

მილიარდერები, რომლებმაც საჯაროდ უარი თქვეს რუსეთის მოქალაქეობაზე უკრაინის ომის დაწყების შემდეგ:

იური მილნერი – 60 წლის, სილიკონის ველის უმდიდრესი რუსი. „ფორბსის“ რუს მილიარდერთა რეიტინგში მე-15 ადგილს იკავებს. ფონდ DST Global-ის დამფუძნებლის ქონება 7,3 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ის იყო ადრეული ინვესტორი Facebook-ში. 1999 წლიდან ისრაელის მოქალაქეა, ცხოვრობს კალიფორნიაში.

რუბენ ვარდანიანი – 54 წლის, Troika Dialog-ის საინვესტიციო ბანკის აქციონერი და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი. ვარდანიანი 1.3 მილიარდ დოლარს ფლობს.

ტიმურ ტურლოვი – 34 წლის, მილიარდერმა Freedom Finance Investment კომპანია დააარსა. Forbes-ის მონაცემებით, მაგნატის ქონება 2,2 მილიარდ დოლარზე მეტია.

ლეონიდ ნევზლინი – 63 წლის, ბიზნესმენი და ქველმოქმედი. ნევზლინს ეკავა სხვადასხვა მაღალი თანამდებობა Group Menatep-ში და მის შვილობილი კომპანია Yukos Oil Company-ში. მისი ქონება 1.5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

წყარო: newsweek.com

magti 5g