ამერიკელი მაგნატი დევიდ როკფელერი 102 წლის ასაკში გარდაიცვალა, ამის შესახებ The New York Times იუწყება.
მილიარდერი ნიუ-იორკის შტატში, პოკანტიკო-სიტიში საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ოჯახის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფრეიზერ სეტელმა ინფორმაცია უკვე დაადასტურა.
ჟურნალი Forbes ბიზნესმენის ქონებას 3,3 მილიარდ დოლარად აფასებდა. მაგნატი იყო უკანასკნელი ცოცხალი შვილიშვილი როკფელერ-უფროსის, რომელმაც ნავთობკომპანია Standard Oil დააარსა და პირველი ამერიკელი მილიარდერი გახდა.
დევიდ როკფელერი ცნობილია, როგორც გლობალიზაციის და ნეოკონსერვატიზმის ერთ-ერთი პირველი და გავლენიანი იდეოლოგი.