LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მილიარდერის მდიდრული კურორტი ქარიშხალ „ირმას“ ემსხვერპლა

185

ქარიშხალმა „ირმამ“, რომელმაც უზარმაზარი პრობლემები მოუტანა ამერიკასა და ლათინოამერიკულ ქვეყნებს, სერიოზული ზარალი მიაყენა კორპორაცია Virgin Group-ის ხელმძღვანელის, მილიარდერ რიჩარდ ბრენსონის კუნძულს, რომელმაც ცოტა ხნის წინ ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ნათლად ჩანს, რამდენად დამანგრეველი აღმოჩნდა სტიქია ზღაპრული კურორტისთვის.

ნეკერი შედარებით პატარა კუნძულია, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე დაუსახლებელ და ნაკლებად მიმზიდველ კუნძულად ითვლებოდა, თუმცა 1965 წელს The Daily Telegraph-ის ჟურნალისტმა და ფოტოგრაფმა რამდენიმე კვირის განმარტოებულ კუნძულზე გატარება და ნაკლებად კომფორტულ პირობებში ცხოვრების დეტალებზე სტატიის დაწერა გადაწყვიტეს. თუმცა, მეორე კვირის ბოლოს ექსტრემალებმა ვეღარ გაუძლეს მძიმე პირობებს და წითელი ალამი აღმართეს, რაც სწრფად ევაკუაციის მოთხოვნას ნიშნავდა.

ფოტოგრაფის განცხადებით, ნეკერი აბსოლუტურად არ ჰგავს ზღაპრულ კუნძულს: „კოღოებმა და სხვა მწერებმა პრაქტიკულად შეგვჭამეს. ისეთი საშინელი სიტუაცია იყო, თავი ვიეტნამში გვეგონა“.

1978 წელს ნეკერის გაყიდვა გადაწყდა. მართალია, ბრენსონს ძალიან მოეწონა კუნძული, მაგრამ გარკვეული პრობლემების გამო ვერ შეძლო მისი სწრაფად ყიდვა. საბოლოოდ, ბრიტანეთმა მას ტერიტორიის მხოლოდ იმ პირობით შეძენის უფლება მისცა, თუ უკაცრიელ კუნძულს კურორტად აქცევდა, სხვა შემთხვევაში კი, კუნძული ისევ სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნდებოდა.

აბსოლუტურად უკაცრიელი ნეკერის გასაშენებლად ბრენსონმა 10 მლნ. დოლარზე მეტი დახარჯა და უკაცრიელ კუნძულზე სამოთხე შექმნა, ააშენა რამდენიმე ვილა, რომელიც საერთო ჯამში 37 ადამიანს იტევდა. კოტეჯის დაქირავება საკმაოდ ძვირი – დღეში 2 167 დოლარი ღირდა, მთელი კუნძულის კი – 65 000 დოლარი. საფასურში საცხოვრებელი და ყველა მომსახურებით სარგებლობა შედიოდა პირადი მზარეულის და 100-კაციანი პერსონალის მომსახურების ჩათვლით.

უძლიერესმა ქარიშხალმა „ირმამ“ კუნძულს 2017 წლის 6 სექტემბერს გადაუარა. „არასდროს მინახავს ამგვარი ქარიშხალი. ნეკერი სრულად განადგურდა, საკურორტო კომპლექსი კი, ნანგრევებად იქცა“, – სინანულით აღნიშნა ბრენსონმა.

როგორც აღმოჩნდა, უამინდობის დროს თავად ბრენსონიც კუნძულზე იყო. თავის გადასარჩენად ბიზნესმენი გუნდთან ერთად სარდაფში დაიმალა, რაც საკმაოდ გონივრული და შესაძლოა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა. ბრენსონის გაკეთებული ფოტოებიდან ჩანს, რომ ქარიშხალმა უზარმაზარი ზარალი მიაყენა კუნძულს, რომლის აღდგენაც საკმაოდ რთული იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g