LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მილიარდერმა აკრძალული გენური თერაპია გაიარა, რათა უკვდავებას მიაღწიოს

111
Capture

მილიარდერმა ბრაიან ჯონსონმა, რომელიც უკვდავების იდეითაა შეპყრობილი, სიცოცხლის გასახანგრძლივებლად ამერიკაში აკრძალული გენური თერაპია გაიარა. ამის შესახებ გამოცემა Unilad წერს.

ჯონსონი კუნძულ ჰონდურასს ეწვია და ჰორმონალური თერაპია გაიარა. ამ თერაპიის აშშ-ში შეკვეთა შეუძლებელია, რადგან ის ამერიკის საკვები პროდუქტებისა და წამლების კონტროლის მართვის სააგენტოს მიერაა აკრძალული.

სერვისი მილიარდერს 20 ათასი დოლარი დაუჯდა. ის დარწმუნებულია, რომ გენური თერაპია მას 120 წელზე მეტ ხანს ცხოვრების საშუალებას მისცემს. წარსულში მას მხოლოდ ის ფაქტი აჩერებდა, რომ დნმ-ში ჩარევა ავთვისებიანი სიმსივნის გაჩენის რისკებს ზრდის.

„120 წელი – ეს ადამიანებისთვის მაქსიმუმია. ჯერ-ჯერობით ამ ასაკამდე მიღწევა ვერავინ შეძლო და გენური თერაპია შესაძლოა გასაღები იყოს.“ – ფიქრობს მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი.

ბრაიანი ყოველ წელს დაახლოებით 2 მილიონ დოლარს ხარჯავს იმისთვის, რომ ბიოლოგიური დაბერების პროცესი შეაჩეროს. გაახალგაზრდავებისთვის მილიარდერმა 17 წლის შვილის სისხლი გადაისხა, უცნაურ დიეტებს იცავდა და სახის კანის ქვეშ ახალგაზრდა დონორების ცხიმიც შეიყვანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები