LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მილიონები საკომისიოებიდან: ფეხბურთის მდიდარი აგენტები

75

ავტორიტეტულმა გამოცემა Forbes-მა ხუთი ყველაზე მდიდარი და გავლენიანი საფეხბურთო აგენტი დაასახელა.

გასაკვირია, რომ სამეულში ვერ მოხვდა იტალიური წარმოშობის ჰოლანდიელი საფეხბურთო აგენტი მინო რაიოლა, რომელიც საქმეების მოკვარახჭინებით და დიდი საკომისიოებით არის სახელგანთქმული.

პირველ ადგილზე ვერც ჟორჟე მენდეშია, რომელიც კრიშტიანო რონალდოს და კიდევ სხვა ცნობილი ფეხბურთელების აგენტია. არადა ცოტა ხნის წინ სწორედ მენდეში იყო პირველი და დუმიტრასკუ მეორე.

 

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი აგენტების TOP5 ასე გამოიყურება:

1. კონსტანტინ დუმიტრასკუ (კოუტინიო, კავანი, კანტე) – გამოიმუშავა 108 მილიონი


2. ჟორჟე მენდეში
(რონალდო, ხამეს როდრიგესი, დი მარია) – 77 მილიონი


3. ჯონათან ბარნეტი
(ბეილი, შჩესნი, ჰარტი) – 53.4 მილიონი

 

4. მინო რაიოლა (პოგბა, ლუკაკუ, იბრაჰიმოვიჩი) – 43.5 მილიონი

5. ფოლკერ სტრუტი (კროოსი, როისი, თოფრაქი) – 34 მილიონი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები