ინფლუენსერი მარიამ გველესიანი რამდენიმე დღის წინ იუბილარი იყო.
მარიამმა დაბადების დღეზე უამრავი მილოცვა და თბილი სურვილები მიიღო.
ერთ-ერთი სიურპრიზი მეუღლისგან, გიორგი პაპავასგან დაიმსახურა.
„მადლობა ჩემო მეგობრებო, ამ დღის გალამაზებისთვი მიყვარხართ.
განსაკუთრებული მადლობა ჩემი ცხოვრების მთავარ სიყვარულს, ჩემს ქმარს, შენ ხარ ჩემი ოცნებების ამსრულებელი, ყოველთვის ახერხებ იმას, რომ ჩემმა თვალებმა მუდმივად იბრწყინოს და ჩემი ბედნიერებისთვის შენი მაქსისმუმი აკეთო ყოველთვის, მილიონი ცხოვრებით რომ ვიცხოვრო, მაინც შენ აგირჩევდი! მიყვარხარ სამუდამოდ“, – წერს მარიამ გველესიანი და აზიარებს ვიდეოს, სადაც ჩანს მეუღლის სიურპრიზი, რომელიც მან დაბადების დღეს გაუკეთა.