იტალია მსოფლიოს აფრთხილებს, რომ თუ რუსეთი შავ ზღვაზე უკრაინის პორტებს არ გაათავისუფლებს, მილიონობით ადამიანი შესაძლოა, შიმშილით მოკვდეს – საკითხზე იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა.
„მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირება მილიონობით ბავშვის, ქალისა და მამაკაცის მძევლად აყვანას და სიკვდილით დასჯას ნიშნავს”, – განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ შეხვედრის შემდეგ, რომელშიც ხმელთაშუა ზღვის სხვა ქვეყნები და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია მონაწილეობდნენ.
მინისტრის განმარტებითვე, მომდევნო რამდენიმე კვირა გადამწყვეტი იქნება.