LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიმაჩნია, რომ ღობის არარსებობას აქვს მეტი პლუსი, ვიდრე მინუსი – ვიზუალურადაც არაჩვეულებრივად გამოიყურება დღეს ის ეზო, რომელიც არის კანცელარიის წინ – კობახიძე

140
Untitled design (97)

მე მიმაჩნია, რომ ღობის არარსებობას აქვს მეტი პლუსი, ვიდრე მინუსი და ეს გახდა სწორედ ჩემი გადაწყვეტილების საფუძველი, ვიზუალურადაც არაჩვეულებრივად გამოიყურება დღეს ის ეზო, რომელიც არის კანცელარიის წინ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, მთავრობის ადმინისტრაციასთან ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს დამონტაჟებული ღობის მოხსნის შესახებ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ღობე, რომელიც მოხსნეს, ერთ-ერთ საგანმანათლებლო ობიექტს გადაეცემა.

„რაც შეეხება ღობის საკითხს, იყო მთელი რიგი სპეკულაციები ამ თემასთან დაკავშირებით. ყველაფერს აქვს თავისი პლუს-მინუსები. ღობესაც აქვს თავისი პლუს-მინუსები და ღობის არარსებობასაც აქვს თავისი პლუს-მინუსები. ბუნებრივია, მე მქონდა კონსულტაციები, მათ შორის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებთან, ვიდრე ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი. საბოლოო ჯამში, მე მიმაჩნია, რომ ღობის არარსებობას აქვს მეტი პლუსი, ვიდრე მინუსი და ეს გახდა სწორედ ჩემი გადაწყვეტილების საფუძველი, ვიზუალურადაც არაჩვეულებრივად გამოიყურება დღეს, ის ეზო, რომელიც არის კანცელარიის წინ. აქედან გამომდინარე. მე ვფიქრობ,რომ უპირატესობა უნდა მიგვენიჭებინა სწორედ ამ გადაწყვეტილებისთვის. ასევე, იყო სპეკულაციები ხარჯებთან დაკავშირებით, თითქოს 200 000 ლარი გადაყარა სახელმწიფომ ამ ღობის მონტაჟში და მერე დემონტაჟში, რაც არის აბსოლუტურად არასწორი. ერთადერთი დამატებითი ხარჯი, რაც გვქონდა, ეს იყო ღობის მონტაჟისა და დემონტაჟის ხარჯი, რაც შეეხება თვითონ კონსტრუქციას ეს არ დაიკარგება, ერთ-ერთ საგანმანათლებლო ობიექტს გადაეცემა უახლოეს მომავალში. შესაბამისად, 200 000 ლარის გაფლანგვა არის აბსოლუტურად ყალბი ინფორმაცია, რომელიც ვრცელდებოდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით“, -განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე საკადრო ცვლილების შესახებ ისაუბრა.

ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერს ახალი მრჩეველი ჰყავს – რა საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g