LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიმდინარე კვირაში CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა: ენერგოომბუდსმენი

91
342092655

ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა განაცხადა, რომ მიმდინარე კვირას 4 ადამიანი გარდაიცვალა CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად. გარდაცვლილებს შორის ორი უცხოეთის მოქალაქე იყო, ერთი – მცირეწლოვანი.

„მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ უნდა მოვუწოდოთ“, – განაცხადა ვარდიაშვილმა.

მისი თქმით, CO-ს გაჟონვით, მიმდინარე კვირას უცხოეთის 2 მოქალაქე, ასევე მცირეწლოვანი და დედა გარდაიცვალნენ. ენერგოომბუდსმენის განცხადებით, მომხდარის მიზეზი შიდა ქსელში არსებული დარღვევები გახდა. საცხოვრებელ ფართში განთავსებული იყო სასიკვდილო შედეგის მქონე დანადგარი.

მისივე სიტყვებით, ყველაზე სახიფათო ზონებს მიეკუთვნება კერძო ტიპის დასახლებები ნაძალადევისა და სამგორის რაიონებში. ასევე, სახიფათო ზონაა ნავთლუღის დასახლება, სადაც კუსტარული ქსელებია მოწყობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g