Apple და OpenAI თანამშრომლობას იწყებენ. მიმდინარე წელს Siri-ს ChatGPT ემატება. აღნიშნული სიახლე Apple-მა კონფერენციაზე გააჟღერა. ChatGPT ხელმისაწვდომი იქნება iOS 18-სა და macOS Sequoia-ში. განახლება წლის ბოლოდან მოხდება და ის უფასო იქნება.
გარდა ამისა, ChatGPT-ის მომხმარებლებს შეეძლებათ დააკავშირონ თავიანთი ანგარიშები, რათა მიიღონ პრემიუმ ფუნქციები OpenAI-დან Apple-ის ოპერაციული სისტემების ფარგლებში.
„ჩვენი კომპანიების საერთო მიზანია, გავხადოთ ხელოვნური ინტელექტი უსაფრთხო და ყველასთვის ხელმისაწვდომი“, – განაცხადა OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სემ ალტმანმა.
Apple ChatGPT-ის კონკურენტს ქმნის