LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიმდინარეობს ეროვნული სივრცითი მოწყობის კონცეფციაზე მუშაობა“ – საქართველოში ეროვნული ურბანული ფორუმი იმართება

138
ეროვნული ურბანული ფორუმი

საქართველოში ეროვნული ურბანული ფორუმი (GNUF) 20-21 იმართება. ფორუმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ორგანიზებით მიმდინარეობს.

ღონისძიება საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა.

როგორც სიტყვით გამოსვლის დროს მინისტრმა განაცხადა, სივრცითი დაგეგმვა და განვითარება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, როდესაც საქართველოს ეკონომიკა სწრაფი ზრდით ხასიათდება:

„მნიშვნელოვანია, სივრცითი დაგეგმვა ადეკვატურად სწრაფად მიყვებოდეს ამ პროცესს, რათა თავიდან ავიცილოთ ქაოტური განაშენიანება და მივიღოთ დროში მდგრადი განვითარება, ქვეყნის კონკურენტუნარიანობას გაზრდის“, – თქვა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის თქმითვე, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ეროვნული სივრცითი მოწყობის კონცეფციაზე მუშაობა და მასში ასახული იქნება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები და ამ კუთხით ქვეყნის პრიორიტეტები. მისი შეფასებით, ფორუმი ამ კუთხით დიდ როლს შეასრულებს:

„ქვეყნის სივრცითი განვითარების და სივრცითი დაგეგმვის კუთხით სწორად, მდგრადად განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ხარისხიანი, მდგრადი საცხოვრებელი გარემოს შესაქმნელად ჩვენი მოქალაქეებისთვის და მეორე მხრივ, ეკონომიკის განვითარების პერსპექტივების კუთხით.

საქართველოს მდებარეობიდან და რელიეფიდან გამომდინარე, ეს ამოცანები კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება – ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია – საქართველო ევროპის და აზიის დამაკავშირებელი უმოკლესი ე.წ. შუა დერეფნის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს და ამ კუთხითაც, ურბანულ განვითარებასთან ერთად, სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის სწორად განვითარებას დიდი როლი აქვს “, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ლევან დავითაშვილთან ერთად, ფორუმის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მისმა პირველმა მოადგილემ, ნინო ენუქიძემ, გაეროს განსახლების პროგრამის რეგიონთაშორისმა მრჩეველმა კატია შაფერმა, სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსმა იოანე მენაბდემ, ასევე საჯარო უწყებების და ორგანიზაციების სხვა წარმომადგენლებმა და დარგის ექსპერტებმა.

magti 5g