LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიმდინარეობს თაღლითური კამპანია – SMS-ის საშუალებით მომხმარებლები იღებენ შეტყობინებას, თითქოსდა, საქართველოს ფოსტა ითხოვს მისამართის დაზუსტებას ამანათის ჩასაბარებლად… არ გადახვიდეთ ბმულზე“ – უსაფრთხოების ექსპერტი, ანდრო გოცირიძე მოქალაქეებს აფრთხილებს

292
ანდრო გოცირიძე

„მიმდინარეობს თაღლითური კამპანია, რომლის დროსაც, SMS-ის საშუალებით მომხმარებლები იღებენ შეტყობინებას, თითქოსდა, საქართველოს ფოსტა ითხოვს მისამართის დაზუსტებას ამანათის ჩასაბარებლად“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უსაფრთხოების ექსპერტი, ანდრო გოცირიძე წერს და მოქალაქეებს აფრთხილებს, არ გადავიდნენ მითითებულ ბმულზე.

„გზავნილზე აპელირება მაცდურია, მაგრამ კერძო ნომერი, ტექსტის გაუმართაობა და ბმულის „არარესპექტაბელური“ სახე პირდაპირ მიგვანიშნებს, რომ ეს არაა ოფიციალური გზავნილი‼️

არ გადახვიდეთ ბმულზე, ასეთ დროს შესაძლოა მთელი თქვენი ტელეფონი ან კომპი, ყველა პროგრამის, მათ შორის მობაილ-ბანკის პაროლით და ყველა ფაილით, სურათით, ვოისით, ვიდეო-მიკროფონებით აღმოჩნდეს სხვის ხელში

მით უმეტეს, არ შეავსოთ რეალური მისამართის ველები-ვირტუალურ საფრთხესთან ერთად, შესაძლოა ფიზიკური ანგარიშსწორების ან რაიმე თაღლითური გარიგების მსხვერპლი გახდეთ.

თუ შეცდით და ბმულზე გადახვედით (ნახევარი საქართველო ონლაინ შოპინგობს ან გზავნილს ელის ემიგრანტისგან), ტყეში დაკარგულივით სირცხვილით ხის ქვეშ ნუ ჩამოჯდებით და სიკვდილს ნუ დაელოდებით (ეგ ფილმი მიყვარს), გამოცვალეთ პაროლები, მიუთითეთ აქტიური სესიის დასრულება ყველა გაჯეტში, გაააქტიურეთ ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია, (სასურველია, არა იმ გაჯეტიდან, რომელშიც შეასრულეთ თაღლითის თხოვნა), აცნობეთ ბანკს, რომ გახდით თაღლითობის მსხვერპლი, ასევე, მეგობრებს, რომ შესაძლოა, თქვენი მესინჯერიდან თანხის ან ინფორმაციის მოთხოვნის შეტყობინება მიიღონ“, – წერს ანდრო გოცირიძე.

⛔️მიმდინარეობს თაღლითური კამპანია, რომლის დროსაც, SMS -ის საშუალებით მომხმარებლები იღებენ შეტყობინებას, თითქოსდა,…

Posted by Andro Gotsiridze on ორშაბათი, 08 ივლისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g