პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ გუნდის წევრებს ბოდიშს უხდის იმისათვის, რომ დღეს „საპირისპირო განცხადებების გაკეთება მოუწიათ“. მისი განმარტებით, მმართველი გუნდი შეგნებულად არ ამბობდა იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ყოფნის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ.
„ჩვენ უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად დავაკავეთ პრეზიდენტი იმ დროს, იმ წუთას, როცა მარტო იმყოფებოდა სამალავ ბინაში.
რა თქმა უნდა, ჩვენ წინასწარ გვქონდა ინფორმაცია ამის თაობაზე, დღეს არაერთი ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა, თითქოს ხელისუფლებამ არ იცოდა, მინდა, ბოდიში მოვუხადო ჩვენი გუნდის წევრებს, ვინაიდან, მათაც დღეს მოუწიათ ამის საპირისპირო განცხადებების გაკეთება, ჩვენ შეგნებულად არ ვამბობდით ამის თაობაზე, ვინაიდან, ეს იყო ოპერატიული ტაქტიკა და საჭირო იყო ასეთი შედეგის დასაყენებლად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის“ ეთერში საუბრისას.
