LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მინდა, ჩემი საქმიანობით სამყაროს შევძინო მეტი ფერი, სილაღე და მხიარულება, ამით მგონია, რომ ჩემს დანიშნულებასაც ვასრულებ“ – თათა გიორგობიანი

927
Untitled design (20)

„ღამის შოუს“ ბენდის მომღერალი თათა გიორგობიანი „ტვ იმედის“ ბლიც კითხვებს პასუხობს.

რომ არა „ღამის შოუ“, სად იქნებოდი ახლა?

ღამის შოუს საშუალებით გამიცნო ფართო საზოგადოებამ. თუმცა მე მაქვს მეორე პროფესია ფსიქოლოგია და ალბათ ამ მიმართულებით ვიმუშავებდი. ახლა თანდათან ვუთავსებ ერთმანეთს.

ბავშვობაში თუ გიოცნებია, რომ ასეთი პოპულარული ყოფილიყავი?

არასდროს, ხშირად მეკითხებიან, რას ნიშნავს შენთვის პოპულარობაო. ეს ჩემი თვითმიზანი არ ყოფილა. თუმცა ვაღიარებ, რომ ძალიან სასიამოვნოა და ძალიან დიდი პასუხიმგებლობაა ამასთანავე.

როდის აღმოაჩინე შენში სიმღერის ნიჭი?

საკმაოდ გვიან. მოყვარულის დონეზე ვმღეროდი და მეგობრებთან ერთად ვხალისობდი ხოლმე ქუჩაში, ან ბარებში და შემდეგ ერთ-ერთ ღონისძიებაზე მიმიწვიეს, სადაც გელა გნოლიძემ მომისმინა. მოეწონა ხმა, ვიზუალი და ტელევიზიაში წამომიყვანა.

სამი მომღერალი, რომელსაც ცხოვრების ბოლომდე მოუსმენდი.

მომღერალი უნდა იყოს აუცილებლად? შოპენი მიყვარს ძალიან და შემიძლია, სულ ვუსმინო. მომღერლებიდან ალბათ სია, მიყვარს ჯესი ჯეი და ქართველებიც მომწონს ძალიან. ნიაზ დიასამიძეს მოვუსმენდი. „ღამის შოუს“ ისედაც ვუსმენ.

რა არის შენი ინსპირაციის წყარო.

მინდა, ჩემი საქმიანობით სამყაროს შევძინო მეტი ფერი, სილაღე და მხიარულება. ამით მგონია, რომ ჩემს დანიშნულებასაც ვასრულებ.

როდისმე იმპულსური გადაწყვეტილება თუ მიგიღია?

ძალიან ბევრჯერ, მაგრამ უფრო პატარა ასაკში.

წყენას მარტივად ივიწყებ?

კი, ხუთ წუთში აღარ მახსოვს.

ბოლოს რაზე იტირე?

ყველაფერზე ვტირი. ძალიან ემპათური ვარ. ძალიან განვიცდი ადამიანის გრძნობებს და ყველაფერზე ვტირი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g