LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მინდა ჩემმა სამოსმა დროს გაუძლოს”- დიზაინერი გიორგი შაღაშვილი

367

ქართველი დიზაინერი გიორგი შაღაშვილი უკვე დიდი ხანია მოდის სამყაროში მოღვაწეობს. დიზაინერის პროფესიის დაუფლების შემდეგ, ის აქტიურად განაგრძობს მოდის სამყაროში სიახლეების შეტანას.

2009 წელს დიზაინერმა დანიაში საკუთარი კომპანია დაარსა.  მოგვიანებით  ის კენიაში გადავიდა საცხოვრებლად ოჯახთან ერთად.  საქართველოში, კერძოდ თბილისში 2013 წელს გახსნა მაღაზია. ამჟამად ცხოვრობს სტამბოლში, ხოლო თავის დიზაინერულ საქმიანობას და ბიზნესს საქართველოში განაგრძობს.

გიორგი შაღაშვილი:

დავიწყებ იქედან, რომ დიზაინერის პროფესია ოდნავ მოგვიანებით შევისწავლე, მანამდე ექიმისა და აგრონომის პროფესიას ვეუფლებოდი.

სამხატვრო აკადემიაში სწავლის დამთავრების შემდეგ, სხვადასხვა კონკურსებსა და ჩვენებებში ვიღებდი მონაწილეობას. ჩემი პირველი კოლექცია  1999 წელს შევქმენი.

ცნობილია, რომ ”Mercedes Benz”-ის მოდის კვირეულზე იღებთ მონაწილეობას

დიახ, უკვე მეორედ მოეწყობა ჩემი კოლექციის წარდგენა ”Mercedes Benz”-ის მოდის კვირეულზე, რითაც მოხარული ვარ.  ჩამოდის უამრავი სტუმარი და დიზაინერს საშუალება გეძლევა, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა ნახოს შენი ნამუშევრები. . .

ხშირად მეკითხებიან, რომელი ფერია წელს აქტუალური, თუ რა სტილის ტანისამოსს უნდა მიანიჭონ უპირატესობა და ასე შემდეგ, ჩემი პოზიცია კი ასეთია: მოდაშია ის, რაც გიხდება, უნდა შეიმოსო იმით, რაც კომფორტულად გაგრძნობინებს თავს. რაც შეეხება ფერებს, აქაც ინდივიდუალიზმამდე მივდივართ, მაგალითად, ჩემთვის შავიც ფერადია.

ამბობენ მოდა ბრუნდებაო…

მოდა-ეს არის ცვლილება ცვლილებისთვის, ვერ განსაზღვრავ მიზეზს, რატომ იცვლება, მას ირაციონალური ბუნება აქვს. მოდა, შესაძლოა, ბრუნდება, რა თქმა უნდა, განახლებული ფორმით.

სად შეიძლება მსურველმა შეიძინოს თქვენ მიერ შექმნილი სამოსი?

ჩემს მაღაზიაში, რომლის მისამართია: თამარაშვილის N3.

გიორგი შაღაშვილის კოლექციიდან სასურველი ტანისამოსის შეძენა 80 ლარიდან 5000 ლარის ფარგლებში შეიძლება შეიძინოთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები