“მინდა, ჩვენი თავი ვიპოვოთ – რა სტრატეგიით ვიმუშავებთ პარლამენტში,” – “გირჩის” ერთ-ერთი წევრი იაგო ხვიჩია პარტიის და საკუთარ სამომავლო გეგმებზე საუბრობს და ამბობს, რომ აღარ მიაქცევს ყურადღებას იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს და სხვებს ღალატში ადანაშაულებენ.
ხვიჩია ამბობს, რომ ყურადღებით აკვირდებიან ამნისტიის პროცესს და ფიქრობს, რომ ნიკა მელია მალე გათავისუფლდება და კოლეგებს პარლამენტის დარბაზშიც შეუერთდება:
“ყურადღებით ვაკვირდებით, სადამდე მივა ამნისტიის პროცესი. მგონია, რომ ცოტა ხანში ნიკა მელია გარეთ იქნება და დარბაზში შემოგვიერთდება, ამნისტიის იმ ტექსტამდე მივალთ, რომელიც ყველა მხარისთვის იქნება მისაღები.
გადავწყვიტე, ყურადღება არ მივაქციო იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომელთაც შეთანხმებაზე ხელი არ აქვთ მოწერილი, სხვებს ამუნათებენ და ღალატში ადანაშაულებენ. ამ თემით დავიღალე. მინდა, ჩვენი თავი ვიპოვოთ, პარლამენტში რა სტრატეგიით ვიმუშაოთ. ნიკა მელიაზე კამათთან ერთად, ყოველდღიური საქმე გვაქვს”.- განაცხადა ხვიჩიამ პირველ არხთან საუბრის დროს.
