LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინდა დავამშვიდო ყველა, ვისაც ჟირინოვსკის ჯანმრთელობა აწუხებს, ის ცოცხალია: ვიაჩესლავ ვოლოდინი

381
Capture

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, რუსეთის დუმის სპიკერი არ ადასტურებს ვლადიმერ ჟირინოვსკის გარდაცვალებას.

ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ რუსულმა მედია საშუალებებმა გაავრცელეს. ჟირინოვსკის გარდაცვალების ფაქტი RBC-ს სახელმწიფო დუმის წყარომაც აცნობა, თუმცა რუსეთის დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა თქვა, რომ ის ცოცხალია.

„მინდა დავამშვიდო ყველა, ვისაც ვლადიმირ ჟირინოვსკის ჯანმრთელობაზე ღელავს. ის ცოცხალია, მისი მდგომარეობა მართლაც მძიმეა. დღეს მას კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა. ჩვენ მასზე ვღელავთ, ექიმები იბრძვიან მისთვის”,- წერს პოლიტიკოსი ტელეგრამის არხზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები