LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მინდა ხალხს მივცე მაგალითი.. ადამიანი პენსიაზე, სახლში თუ დაჯდა, ძალიან ჩქარა გადის მისი სიცოცხლე..“ – ნონა გაფრინდაშვილი

200
Untitled design (18)

„მე რომ ვეტერანთა ტურნირებზე დავდივარ, ეს არის ჩემი დასვენება.. ის არის ჩემი სამყარო, იქ ეროვნება არ არის, ჭადრაკია იქ ეროვნება,“– ჭადრაკში 5 გზის მსოფლიო ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი „პირველი არხთან“ მის მიღწევებსა და ცხოვრებისეულ ხედვებზე საუბრობს.

მოჭადრაკე 24 ოქტომბერს ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატზე სიცილიაში მიემგზავრება, როგორც ის ამბობს, სურს, რომ თავისი საქმიანობით, ადამიანებს მაგალითი მისცეს.

„მეორე ოპერაციის შემდეგ გავიმართე, დავდივარ ჩვეულებრივ.. ადამიანი პენსიაზე თუ დაჯდა სახლში, ძალიან ჩქარა გადის მისი სიცოცხლე..

მე მინდა ადამიანებს მივცე მაგალითი, რომ ნებისმიერ ასაკში თუ ფიზიკურად და გონებრივად ორგანიზმმა ხელი შეგიწყო, მაშინ მაქსიმალურად უნდა გააგრძელო საქმიანობა.

12 წლის ვიყავი როცა სამეგრელოს გუნდი უნდა წასულიყო ბათუმში, გუნდში სჭირდებოდათ ერთი გოგოც, რომელიც თამაშობდა ჭადრაკს.

მოვიდნენ ჩემს მშობლებთან სათხოვნელად და ისე მოხდა რომ ჩემი ძმის მაგივრად მე წავედი..

ჭადრაკმა ყველაზე მნიშვნელოვანი მომცა ხალხის სიყვარული, ქუჩაში ჩემთან ბავშვებიც მოდიან,“ – ამბობს ნონა გაფრინდაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g