LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მინდა მოგიყვეთ იმ სირცხვილის შესახებ, რაც ნიუ-იორკში განვიცადე” – ფოტოგრაფი დავით ჭალიძე საქართველოს სტენდს აპროტესტებს

36199
73029318-10215761682216506-1328689356113707008-o

ქართველი ფოტოგრაფი დავით ჭალიძე „ფეისბუქ“ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს. ფოტოგრაფი წუხს, რომ ნიუ-ორკში, ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმში ქართული კუთხე სხვა ქვეყნებთან შედარებით სამარცხვინოდ გამოიყურება. დავით ჭალიძეს ამის გამოსასწორებლად აშშ-ს საელჩოს იმედი არ აქვს, ამიტომაც სხვებს მოუწოდებს, საკუთარი ძალებით იზრუნონ, ამერიკაში ქვეყნის კარგად წარმოსაჩენად. ფოტოგრაფი სტატუსთან ერთად მუზეუმში გადაღებულ ფოტოებსაც აქვეყნებს:

„მინდა მოგიყვეთ იმ სირცხვილის შესახებ, რაც ნიუ-იორკში განვიცადე.

ამ ქალაქში არსებობს ერთი საოცარი მუზეუმი – American Museum of Natural History, რომელსაც ათობით მილიონი ადამიანი სტუმრობს ყოველ წელს. ეს ის ადგილია, სადაც დედამიწას ნახავ მთლიანად, მეტეორები, კომეტები, პირველი ადამიანის ჩონჩხები, ზეზვა და მზიაც იქ არიან საპატიო ადგილას, 100-მეტრიანი ხეეები, დინოზავრები და ნუ რეეები არაა, საკუთარი თვალით თუ არ ნახე ასე მოყოლა არაფერია.
მოკლედ შედიხარ ამ მუზეუმის მგონი მესამე სართულზე და დარბაზის სახელია აზია და მისნაირები და პირველი ქვეყანა, რომელსაც ნახავ არის საქართველო.
ვერ აგიღწერთ როგორი სირცხვილი გეუფლება. ძველი გაცვეთილი ჩოხაა, გაქუცული ხევსურული სამოსი, ნიტო ყაბალახი ნიტო უბრალოდ თექა, სვანური ქუდი, მოფანდურ-ჩონგურო საკრავი.
მერე კითხულობ ტექსტს, სადაც წერია, რომ ქართველები სოფლის ხალხია და ბოლო წლებამდე სოფლებში ცხოვრობდნენ და ქალაქში მიგრაცია სულ ახლახანს დაიწყესო, მიწას ამუშავებენ, მარცვლეული მოჰყავთ და ღვინოსაც წურავენ, ამით არიან ცნობილიო ?

ყველაფრისდა მიუხედავად გული გიჩქარდება და გიხარია, რომ შენს ქვეყანას დაუთმეს სტენდი (თვალს ხუჭავ ბევრ რამეზე) მანამ სანამ გააგრძელებ კორიდორს და ნახავ სტენდების რიგს, რომელიც მიძღვნილია სომხეთისადმი, კაი სკანდინავიური იერის მამრი დგას, აცვია ულამაზესი ფორმა, იქვე ქალი დგას რომელსაც სომხის ასევე არაფერი სცხია და აცვია ულამაზესი სამოსი (ასე გამოიყურებიან სომხებიო, ნოეს კიდობანი არ აცდა მაგის დაწერს და იქ დამდგმელს) ჩართულია სომხური საგალობლები და მომენტებში სომხურხალხური მუსიკა ანაცვლებს, უძველესი მონუსკრიპტები, ანბანი, არარატის 3D ხედები, ეკლესიის მაკეტები, უძველესი წარწერები ჯამ-ჭურჭლები და ნუ მოკლედ, თავს გრძნობ უკანასკნელ ნაძირალად… ამის შემყურე ქართველი გიდი გავაჩერე და ვკითხე, ამ ვიტრინებს ვინ აკეთებს ვის ეხება მომარაგება და ტექსტები თქო, იმ ქვეყნის საელჩოს ვინც ზემოთ აწერიაო.

ხოდა ამერიკაში საქართველოს საელჩოზე, ცხოვრებაში კარგი არ მსმენია, მის დღემში არც ტელეფონს პასუხობენ და არც მოქალაქეებს იცავენ, მეტიც მაქსიმალურად ავიწროვებენ ქართულ სათვისტომოს და არ მინდა მოყოლა რეებს შვებიან.
ხოდა, 90-იანებიდან ამ ტილიანი სტენდის მეტი რომ ვერა ქნეს რა, მოდი რა ჩვენ ვქნათ რამე, გავაგზავნოთ, ლამაზი ჩოხა, სხვადასხვა სამოსები, საქართველოს ფოტოები, ინსტრუმენტები, ჭურჭელი, ანბანი, ყინწვისის მჭვუნვარე ანგელოზი ამოვბეჭდოთ და ერთი ქვევრიც გავაგზავნოთ, სხვა თუ არაფერი.

და იქნებ ისიც ვქნათ როგორმე რომ მონღოლების, ციმბირელი ლოთების და ინდოეთ, ჩინეთ, შრილანკელების გვერდით არ ვიყოთ და სადაც ჩვენი ადგილია იქ გადაგვიყვანოთ, განა რა დიდი პრობლემაა ეს?“ – წერს დავით ჭალიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g