LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკის საელჩო: „ჩვენ შევახსენებთ ლგბტქი+ საზოგადოებას, რომ ისინი უყვართ და მათ აფასებენ, შეერთებული შტატები გიღებთ ისეთებს, როგორიც ხართ“

135
amerikis saelCo

ამერიკის საელჩო ლგბტქი+ საზოგადოებას სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს.

„ამ თვეში ჩვენ შევახსენებთ ლგბტქი+ საზოგადოებას, რომ ისინი უყვართ და მათ აფასებენ.

შეერთებული შტატები გიღებთ ისეთებს, როგორიც ხართ – ღირსების, პატივისცემისა და მხარდაჭერის ღირსი.

დღეს და ყოველდღე შეერთებული შტატები დგას მსოფლიოში ლგბტქი+ ადამიანების გვერდით მათ მიმდინარე ბრძოლაში შეუმწყნარებლობის, დისკრიმინაციისა და უსამართლობის წინააღმდეგ“. – ვკითხულობთ ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

გუშინ,  „თბილისი პრაიდის“ კვირეული გაიხსნა. დიპლომატიური კორპუსის მონაწილეები კლუბ ,,ხიდში” ქართველი რეჟისორის ფილმის ჩვენებას დაესწრნენ.

კინოჩვენებაზე მივიდნენ საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი, ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი, საფრანგეთის ელჩი, დიეგო კოლასი, ისრაელის ელჩი, რან გიდორი და სხვები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები