LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მინდა, რაც შეიძლება მალე შევხვდე პრეზიდენტ პუტინს და შევაჩეროთ ომი“ – დონალდ ტრამპი

105
screenshot-2024-11-11-004259.png

მინდა, რაც შეიძლება მალე შევხვდე პრეზიდენტ პუტინს და შევაჩეროთ ომი, – ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ სხდომაზე ვირტუალურად გამოსვლისას ისაუბრა.

„მინდა, რაც შეიძლება მალე შევხვდე პრეზიდენტ პუტინს და შევაჩეროთ ეს ომი. ეს არ არის ეკონომიკური მიზეზის გამო. ეს არის იმიტომ, რომ მილიონობით სიცოცხლე იკარგება.

მე გეტყვით, რომ პრეზიდენტ პუტინს ძალიან მოეწონა ბირთვული რესურსების შემცირების იდეა. ვფიქრობ, რომ დანარჩენ მსოფლიოსაც დავითანხმებდით ამაზე. ვფიქრობ, ჩინეთიც შემოგვიერთდებოდა. ჩინეთსაც მოეწონა ეს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g