საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი წარმომადგენლის ანდრეი კასიანოვი აცხადებს, რომ უკრაინის ელჩი ამჟამად საქართველოში იმყოფება.
მისი თქმით, ის ასრულებს კონსულტაციებს უკრაინის მთავრობასთან და საქართველოს ხელისუფლებას ეცნობება, როდის გააგრძელებს ის უფლებამოსილების შესრულებას.
“მინდა ყველა შეკითხვა მოიხსნას ამ საკითხთან დაკავშირებით. როგორც უკვე ვთქვით, იგორ დოლგოვი, უკრაინის ელჩი საქართველოში გაწვეული არის კონსულტაციებისთვის, ფიზიკურად ის საქართველოში იმყოფება და ახლა კონსულტაციებს ასრულებს უკრაინის მთავრობასთან. როგორც წინა ბრიფინგზე ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, უკრაინის საელჩო საქართველოში შეატყობინებს საქართველოს მთავრობას, თუ როდის იქნება ელჩი მზად და შეუდგება თავის მოვალეობებს”, – განაცხადა კასიანოვმა.