LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინდია დავითაძე აპირებს, თავი პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად წარმოაჩინოს: “საქპატენტის” სასაქონლო ნიშნების დეპარტამენტის უფროსი

181
1

“როგორც ჩემთვის ცნობილია, მინდია დავითაძე, რომელსაც საქპატენტის შენობაში ყოფნის უფლებაც აღარ აქვს, დღეიდან აპირებს თავის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად წარმოჩენას ჟურნალისტების დახმარებით.” – აცხადებს “საქპატენტის” სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი კასრაძე და აღნიშნავს, რომ სამართლმა გაიმარჯვა, მისმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო და სხვადასხვა ინტიტუტის ჩართულობის შედეგად, “საქპატენტის” თავმჯდომარე სახლში გაუშვეს.

სამართლებრივი მეთოდებით ბრძოლას გავაგრძელებ – “საქპატენტის” თავმჯდომარე აცხადებს, რომ პრემიერმა თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა

როგორც ირაკლი კასრაძე სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს, სხვა პირებისთვის მაგალითია, რომ მაღალ თანამდებობაზე ცოდნის არ მქონე პატარა ბიჭის პოლიტიკურად დანიშვნა, არ შეიძლება.

კასრაძე მადლობას უხდის ყველას, ვინც გვერდში ედგა და აცხადებს, რომ ბრძოლა არ დასრულებულა და სამართლიანობის საბოლოოდ აღსადგენად, წინ კიდევ ორი სასამართლო და გამოძიებაა:

“მოკლედ გაიმარჯვა სამართლმა, ჩემმა ბრძოლამ გამოიღო შედეგი. სხვადასხვა ინტიტუტების ჩართულობის შედეგად საქპატენტის თავმჯდომარე გაუშვეს სახლში.

ეს არის მაგალითი სხვა პირებისთვის, რომ არ შეიძლება ცოდნის არ მქონე პატარა ბიჭის პოლიტიკურად დანიშვნა მაღალ თანამდებობაზე. რომელმაც თავი დაგვამახსოვრა თავისი და ნათია მეზვრიშვილის 30 მეგობრის და ახლობლის დასაქმებით და ბიუჯეტის ფულის უაზრო ფლანგვით.

თუმცა, როგორც ჩემთვის ცნობილია, მინდია დავითაძე, რომელსაც საქპატენტის შენობაში ყოფნის უფლებაც აღარ აქვს დღეიდან აპირებს თავის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად წარმოჩენას ჟურნალისტების დახმარებით. თუმცა ეს იქნება უბრალოდ სასაცილო, მათთვის ვინც იცის ეს ისტორია, რასაც ადასტურებს სახალხო დამცველის დასკვნა და სხვა მრავალი საბუთი.

ასევე, ბრძოლა არ დასრულებულა, სამართლიანობის საბოლოოდ აღსადგენად წინ კიდევ ორი სასამართლო და გამოძიებაა.
მადლობას გიხდით ყველას ვინც გვერდში მედექით!!!
P. S. უპრინციპო მედროვეებისთვისაც მაგალითი უნდა იყოს ეს შემთხვევა!!!” – წერს ირაკლი კასრაძე “ფეისბუქში”.

შეგახსენებთ, “საქპატენტის” თავმჯდომარემ, მინდია დავითაძემ “სოციალურ ქსელში” დაწერა, რომ პრემიერ-მინისტრმა თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა და ამ გადაწყვეტილების მიღებაში მთავრობის ადმინისტრაციაც ჩართული იყო.

როგორც დავითაძე აღნიშნავს, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების გამო, გეგმების ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლეს და კეთილსინდისიერი მოხელის მიმართ ხელისუფლებამ გამოიყენა უკანონო მეთოდები და ამ პროცესში ინსტრუმენტად გამოიყენა შრომის ინსპექციის სამსახურიც.

“პრემიერის დავალებით, გათავისუფლების საფუძვლის ხელოვნურად შესაქმნელად, თითქოს თანამშრომლის შრომის უფლების დარღვევის მოტივით, “საქპატენტში” ინსპექტირება განხორციელდა.” – დაწერა “საქპატენტის” ყოფილმა თავმჯდომარემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები