LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მინდოდა, ჩემი პოდიუმზე გამოჩენა ყოფილიყო იმედის სიმბოლო და იმის დასტური, რომ სილამაზე არ ქრება მაშინაც კი, როცა სხეული ბრძოლას იწყებს“ – კიბოსთან მებრძოლ ბიანკა ბალტის Victoria’s Secret-მა ჩვენებაში მონაწილეობაზე უარი უთხრა

144
page

Victoria’s Secret-ის ყოფილი მოდელი, ბიანკა ბალტი, რომელსაც ორი წლის წინ საკვერცხეების კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, ემოციურ პოსტს ავრცელებს და ცნობილ ბრენდს ამხელს. როგორც ირკვევა, Victoria’s Secret-მა მას 2025 წლის ჩვენებაში მონაწილეობის მიღებაზე უარი უთხრა.

იტალიელმა სუპერმოდელმა საკუთარი სურვილით მისწერა ბრენდის წარმომადგენლებს, რომ ის ოცნებობდა გამხდარიყო შთაგონების წყარო ქალებისთვის, რომლებიც მსგავს ბრძოლას გადიან.

„მინდოდა, ჩემი პოდიუმზე გამოჩენა ყოფილიყო იმედის სიმბოლო და იმის დასტური, რომ სილამაზე არ ქრება მაშინაც კი, როცა სხეული ბრძოლას იწყებს. არ მჭირდებოდა კარიერა, მინდოდა იმედის მატარებელი გავმხდარიყავი. იქნებ ოდესმე პოდიუმზე სიცოცხლისთვის ბრძოლის ხმა ისმოდეს…“, – დაწერა 41 წლის ბალტიმ.

თუმცა მოდელმა ბრენდისგან მოკლე პასუხი მიიღო: „კასტინგი უკვე დასრულებულია“.

სოციალურ ქსელებში ამ ფაქტმა მყისიერად გამოიწვია აღშფოთება. საზოგადოებამ ბრენდს ემპათიის ნაკლებობა დასწამა. ბევრი მიიჩნევს, რომ კომპანიას უნიკალური შესაძლებლობა ჰქონდა, დაემტკიცებინა, რომ პოდიუმზე რეალური ქალებისა და მათი ისტორიების ადგილია.

სიმსივნესთან მებრძოლი ბიანკა ბალტის მარადიული სიკაშკაშე – 41 წლის მოდელი Bvlgari-ის სამკაულებით პოზირებს

„არ იფიქრო, რა გამოგივა, უბრალოდ იარე წინ“ – სიმსივნის დამარცხების შემდეგ, ბიანკა ბალტი Vanity Fair-ის გარეკანზე ბრწყინავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები