LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაგიური მზერა და სიძლიერის განსხეულება – სიმსივნესთან მებრძოლი ბიანკა ბალტის განსაცვიფრებელი „ლუქი“

156
page

მსოფლიო მოდის ეპიცენტრში ახლა საფრანგეთია, სადაც „პარიზის მოდის კვირეული“ იმართება. რამდენიმე საათის წინ „ვალენტინოს“ ჩვენება გაიმართა, რომელსაც უამრავი ვარსკვლავი დაესწრო, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ დღეს საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება ბიანკა ბალტისკენ იყო მიპყრობილი.

სიმსივნესთან მებრძოლმა 40 წლის მოდელმა აღფრთოვანება ამჯერად ვინტაჟური კაბით გამოიწვია. ეს გახლდათ მაქმანებით დაფარული გრძელი კაბა, რომელსაც მან მასიური სამკაულები და გიპიურის კოლჰოტი შეუხამა.

როცა სიცოცხლე გიხარია – სიმსივნესთან მებრძოლი ბიანკა ბალტი „შიშველ კაბაში“ „მილანის მოდის კვირეულზე“

ცნობისთვის, 40 წლის ლამაზმანმა საკვერცხეების სიმსივნე ცოტა ხნის წინ დაამარცხა და ახლა რემისიის ეტაპზეა. მან ქიმიოთერაპიის კურსის დასრულების შესახებ განცხადება 27 იანვარს გაავრცელა და სიმსივნესთან ბრძოლის ურთულეს გზაზე ისაუბრა. მოდელმა თქვა ისიც, რომ სწორედ დიაგნოზის გამო, მას თანამშრომლობაზე ბევრმა კომპანიამ უარი განუცხადა.

სიმსივნესთან მებრძოლი ლამაზმანი – ბიანკა ბალტის პირველი ფოტოსესია ქიმიოთერაპიის დასრულების შემდეგ

ქიმიოთერაპიის დასრულებიდან ორ კვირაში, ულამაზესი ბიანკა ბალტი წითელ ხალიჩაზე დაბრუნდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები