LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მინები ჩამსხვრეული იყო, გავიქეცი, მაგრამ იულია ვერ ვიპოვე” – ოკუპანტებმა 23 წლის მოხალისე იულია კოვალი მოკლეს

48155
BeFunky-collage

უკრაინაში რუსულ აგრესიას 23 წლის იულია კოვალის სიცოცხლე ემსხვერპლა. უკრაინული მედიის ცნობით, იულია ოკუპანტებმა ჩაცხრილეს, როდესაც ის და მისი მეუღლე ცდილობდნენ ოჯახის გამოყვანას დაბომბვის ზონიდან.

როგორც მედია წერს, ქმარი გადარჩა და კვლავ აგრძელებს მუშაობას მოხალისედ.

„ომის დაწყებიდან ის და მისი ქმარი ჰუმანიტარულ დახმარებას ეწეოდნენ, გადაჰქონდათ საკვები და ოჯახებს უსაფრთხო ადგილას განთავსებაში ეხმარებოდნენ, ჩემი ოჯახიც მათ გადაარჩინეს”, – ამბობს უკრაინულ მედიასთან ოჯახის ახლობელი.

ამასთან, უკრაინული მედია გარდაცვლილის მეუღლესაც ესაუბრა. ის ჰყვება, რომ  უბედურ დღეს, იულიას დაბომბილი სალტოვკადან უნდა გამოეყვანა ხალხი.

“იქვე მახლობლად, სპორტული კლუბი იყო, რომელიც ჩემს ნაცნობს ეკუთვნოდა. დახმარება ვთხოვე, რომ მეუღლისთვის ტკბილეული მიმეტანა. მინები ჩამსხვრეული იყო… მერე აფეთქება მოხდა. გავიქეცი, მაგრამ იულია ვერ ვიპოვე… მას ძალიან ძლიერი ხასიათი ჰქონდა და მიზანდასახული იყო”,- ამბობს ოლეგი მეუღლეზე საუბრისას.

ომის მე-17 დღე უკრაინაში – ამბები, რომლებიც არ უნდა გამოგრჩეთ

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g