LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინერალური წყალი ხილით, 0 კალორიით და 0 შაქრით – ქართულ ბაზარზე ახალი პროდუქტი გამოჩნდა

460
ფფფ

მინერალური წყალილიკანიბაზარზე ახალი პროდუქტით გამოჩნდა. როგორც „ლიკანის“ მწარმოებელ კოპანიაში აცხადებენ, „ლიკანი“ ხილით, ქილის შეფუთვაში სამ განსხვავებულ გემოს გვთავაზობს. ვაშლი და ტარხუნა, ატამი და ფორთოხლის ყვავილი, ალუბალი და ბროწეული – სწორედ ის არომატული მიქსებია, რომლებიც შეერწყა შუშხუნა „ლიკანის“ მინერალებს და სრულიად ახალი, ჯანსაღი პროდუქტი შეიქმნა.

„ბუნებრივად არომატიზირებული ლიკანი, 0 კალორიით და რაც მთავარია, შაქრის და სხვა დამატკბობლების გარეშე, ჯანსაღი და გემრიელი არჩევანია წყურვილის დასაკმაყოფილებლად. ორი ხილის ერთობლიობით მიღებული საუცხოო არომატი, სრულიად ახალი გემოვნური თვისებებით გამოირჩევა.

უკვე წლებია, რაც მინერალური წყალი „ლიკანი“ განსაკუთრებული სიყვარულით და ლოიალურობით სარგებლობს მომხმარებლებში, ლიკანისახალი პროდუქტიც პოპულარობის მოლოდინშია“, – აცხადებენ მინერალური წყლის მწარმოებელ კომპანიაში.

https://www.facebook.com/likani/videos/399163874385391/

 

აღსანიშნავია, რომ „ლიკანი“ – შუშხუნა მინერალური წყალი არომატით, კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ, ბორჯომის N1 ჩამომსხმელ ქარხანაში იწარმოება. საწყის ეტაპზე, „ლიკანი“ ხილის არომატით მხოლოდ ქილის შეფუთვაშია – მის შეფუთვაზე გრაფიკულმა დიზაინერმა, ანი ჭოღოშვილმა იმუშავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g