სამოქალაქო აქტივისტი, სამირა ბაირამოვა ამბობს, რომ მისი ბინის კარზე გაკრული „შინ ევროპისკენ“ ჩამოხიეს და მის ნაცვლად კარზე ჯვარი, კედელზე კი რუსეთის დროშა დაახატეს.
ამის შესახებ ბაირამოვა სოციალურ ქსელში წერს და ფოტოებს აქვეყნებს:
„არ ვიცი რა დავწერო, არც მინდოდა დილიდან ჩემი დღის გაფუჭება, დილით ადრე სავარჯიშოდ გავდიოდი სახლიდან და ნახევრად მძინარე ჯერ ვერ მივხვდი რა არის და ასეთი ამბები დამხვდა.
თქვე იდიოტებო, გულში ატარეთ ეს დროშა. მინიმუმ, უკულტურობა და არაჰუმანურობა რელიგიის ასეთი ფორმით დამცირება, თქვენთვის კი ეს მანიპულაციის იარაღია.
მე ხელს არ მშლის არც ერთი რელიგიური სიმბოლიკა. „შინ ევროპისკენ“ და ქალთა ძალის სიმბოლიკა მქონდა კარზე, შეღებეს. დროშის ადგილზე კი „გახსოვდეს აგვისტოს ომი“ ლოგო. ეს მოიპარეს თუ რა ქნეს, არ ვიცი.
არადა მარნეულიდან თბილისში უსაფრთხოების მხრივ გადმოვედი, სახლი ჩემთვის იყო ერთად ერთი ადგილი სადაც დაცულად და მშვენივრად ვგრძნობდი თავს.
ასე მომილოცეს ჩემი 35-ე დაბადების დღეს!“, – წერს სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში.
არ ვიცი რა დავწერო, არც მინდოდა დილიდან ჩემი დღის გაფუჭება, დილით ადრე სავარჭიშოდ გავდიოდი სახლიდან და ნახევრად მძინარე…
Posted by Samira Bayramova on სამშაბათი, 03 ოქტომბერი, 2023
მომხდართან დაკავშირებით „ფორტუნა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ცნობისათვის, სამირა ბაირამოვა მარნეულში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტია, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე სოციალურ ქსელშიც ხშირად წერს.
სამირა ბაირამოვა: მე ვარ ქართველი აზერბაიჯანელი, მაშასადამე მეც ვარ ევროპელი