LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინისტრმა ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს და დირექტორს თანამდებობის დატოვება შესთავაზა

65

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს და დირექტორს შესთავაზა, დატოვონ დაკავებული პოზიციები, ამის შესახებ კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია ის დაპირისპირება, რომელიც ბოლო პერიოდია ოპერისა და ბალეტის თეატრში ხდება.

მიუხედავად სამინისტროს არაერთგზის მცდელობისა, მხარეებს ურთიერთბრალდებები კონსტრუქციულ ვითარებაში განეხილათ, უშედეგოდ დასრულდა.

უწყება ვერ ხედავს ვერავითარ ნიშანს, რომ ამ მენეჯმენტის პირობებში, სიტუაცია დარეგულირდება. უფრო მეტიც, პროცესები სრულიად მიუღებელ ფორმაში გადაიზარდა. აშკარაა, რომ ადგილი აქვს მმართველ რგოლებს შორის სრულ დისკომუნიკაციას და შეუთანხმებელ ქმედებებს.

ამიტომაც, დღევანდელ შეხვედრაზე მინისტრმა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს და დირექტორს შესთავაზა, დატოვონ დაკავებული პოზიციები.

თუ, მათი მხრიდან დღეს დღის ბოლომდე არ იქნება გადადგმული შესაბამისი ნაბიჯი, სამინისტრო მიიღებს გადაწყვეტილებას მენეჯმენტის გათავისუფლებასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g